უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მეორე ეტაპის სავარაუდო თარიღი დაასახელა. როგორ მან ოფისში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა, მოლაპარაკებები, შესაძლოა, დღეს, 2 მარტს გაიმართოს.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მესამე მსოფლიო ომი მოხდება, ეს იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი.
მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული გაერთიანება იუწყება, რომ Anonymous-ის ერთ-ერთმა ჯგუფმა, NB65-მა დაჰაკა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, „როსკოსმოსის“ საკონტროლო ცენტრი და რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ სადაზვერვო სატელიტებზე.
უმძიმესი ღამის მერე, კიევსა და ჩერკასში განგაშის ხმა ისევ ისმის და მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის გაფრთხილების შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიაც ავრცელებს.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს კანადა, ასევე, ქვეყანაში რუსი ოლიგარქების საკუთრებასა და რუსულ კომპანიებთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.
პასუხს ვაგებინებთ რუსეთს, სანქციებს უკვე აქვს გამანადგურებელი შედეგი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წერს.
ხარკოვი ინტენსიურად იბომბება - ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირს მიმართავს კითხვით, დააყენებს თუ არა ბრიუსელი დღის წესრიგში თურქეთის წევრობას ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადა.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი ევროპარლამენტის 676-დან 637-მა წევრმა დაუჭირა
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი ევროპარლამენტის 676-დან 637-მა წევრმა დაუჭირა. 13-მა უარი თქვა, 26-მა კი თავი შეიკავა.