დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19 ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
15 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 603 603 აცრა.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს უკრაინაში შეჭრის ყალბი საბაბი შექმნას.
2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოლარე-კონსულტანტები იყვნენ დასაქმებულნი იმ ფონზე, როცა ბაღში შესვლა უფასოა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორშაბათიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იზოლაცია-კარანტინის ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.
ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გადაძაბულია კლინიკური სექტორი. მედპერსონალის რესურსი საკმარისია, უბრალოდ, მათი გამძლეობაა სერიოზული გამოცდის ქვეშ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის'' გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ევროკავშირის საბჭომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას უკავშირდება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით მესამედ ინფიცირების ერთეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.