სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
საბურთალოს რაიონის გამგეობა პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს.
გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა. სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 22 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი კორპუსი სამგორის რაიონში ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში, ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოთ. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცმანქანების პრეზენტაცია გამართა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო.