დედაქალაქში საახალწლო სამზადისი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში ილუმინაციებისა და დეკორაციების მოწყობა სრულდება.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 30 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება.
თბილისის მერია, სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში, ახალგაზრდებს ყოველწლიურად, არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, წელს 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა განხორციელდება.
თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 762 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცა.
მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალაა ყველა კარგი საქმის კეთების დროს – ეს არის სიკეთე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები, 27 დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრის 01:00 საათიდან 2026 წლის 20 იანვრის 14:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის N18-ში, 3 200 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა, სადაც 22 უკანონო ავტოფარეხისა და შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა.
გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 ნოემბრის 00:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში შეიზღუდება.