რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია Eagle Hills პროექტის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინის ქირა 12%-ით გაიაფდა, - ამის შესახებ ირკვევა „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვიდან.
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.
ოქტომბერში თბილისში გასაყიდი ბინის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით 1 347 დოლარამდე გაიზარდა.
„თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით 10 თვეში ბიუჯეტი 12.479 ლარით შეივსო. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 12 479 169 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 14 703 767 ლარი.
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, რის გამოც, 19 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევით, სექტემბერში დედაქალაქში 4 011 ბინა გაიყიდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე თვეში გაყიდვებმა 3 557 შეადგინა.
2025 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ფასი შემცირდა.
საბურთალოს რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს ამჯერად დიდ დიღომში, ფატმანის ქუჩაზე ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ 8 280 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.