
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ გერმანის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილე კომპანიებს ბერლინში დაგეგმილი ღონისძიებების დეტალები გააცნეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში არეალსის გუნდური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ჯილდოები გადასცა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ნიკლას კარლსონმა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
როგორც საინფრომაციო სააგენტო www.businesstime.ge-ის ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პრესტურის ფარგლებში საქართველოს ბლოგერები და წამყვანი ჟურნალისტები ესტუმრნენ. მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისი, თეთრა მღვიმე, წყალტუბო, ბაღდადი, საირმე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს.
პრესტურის მონაწილეები საქართველოს ბალნეოლოგიური, სამთო და საზღვაო კურორტების შესახებ სიუჟეტებს, ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ. მედიის წარმომადგენლები ბალტიისპირელ მაყურებელს, მკითხველსა და ინტერნეტ მომხმარებელს საქართველოს კულტურასა და სამზარეულოს გააცნობენ. პრესტურის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს შესახებ ფილმის გადაღება, რომელიც YouTube-ით გავრცელდება.
პრესტურის მიზანია ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბაკურიანში, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა.

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

2023 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 53%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 85,508 მგზავრმა ისარგებლა. შედარებისთვის, 2019 წლის იანვარში ამავე აეროპორტში 55,895 მგზავრი დაფიქსირდა.

4 ივნისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით მეხუთე მიმართულებას, ალმათის დაამატებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულეს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, დრეზდენში MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.


საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია ქართულ მობილურ აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი
საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები უკვე ხელმისაწვდომია ქართულ მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“.