
საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალაქ ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

საპენსიო სააგენტომ 2025 წლის თებერვლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხა ამ დროისთვის 6.4 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1.54 მილიარდი ლარი საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელია.

კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის.

ჯარიმები ჩვენი თვითმიზანი არ არის - ჯარიმას ვიყენებთ არა როგორც წნეხს, არამედ როგორც პრევენციას - ეს იქნება კარგი პრევენცია, რომელიც ამ მზარდი დარგის პროპორციულია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბანკებისთვის ჯარიმების ზედა ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

2025 წლის იანვარში მშენებლობა დეკემბერთან შედარებით 3.2%-ით გაიაფდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.9%-ით გაძვირდა.

სამართალდარღვევებიდან 67 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა, საიდანაც 3 ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

ლარი – ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, ევრო/დოლარის გამყარება და ნეიტრალური შიდა კომპონენტი - თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ყოველკვირეული განახლებას აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ:

2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10 პროცენტით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. თქვენ ხედავთ, რომ ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, მესიჯებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.