საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.0%-ით შემცირდა და 870.5 ათასი სული შეადგინა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისწალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდინარე პაპასყურეზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციაზე.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
2025 წლის ივნისში მაისთან შედარებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტი დღეში 10 000 ბარელით, ანუ 2%-ით გაიზარდა და 578 000 ბარელს მიაღწია.
2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა.
ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაში ვკითხულობთ.
ჩვენი ძალისხმევა უკვე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ, - ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს.
2025 წლის ივნისში, ქართული საქონლის ექსპორტი წლიურად 10.4%-ით გაიზარდა.