2022 წლიდან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, გასული წლის დეკემბერში ინფლაციამ 9.5 პროცენტი შეადგინა, რაც 0.3 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 9.8 -პროცენტიან ინფლაციაზე.
2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საქართველო მსოფლიო ბანკს მიმართავს, 75 მლნ დოლარზე წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 150.5 პროცენტით გაიზარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა, რომელიც ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, 2017 წლიდან სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
ჩვენ 2023 წელს ვიწყებთ, სულ მცირე, ათი ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას. ეს იქნება სრული განახლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც ჩვენი მთავრობის ძალიან დიდი მიღწევაა და, ზოგადად, მიუთითებს ჩვენი მთავრობის ღიაობასა და გამჭვირვალე მუშაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.