
დარწმუნებული ვარ, წელს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების სფეროში გარღვევა გვექნება - ლევან დავითაშვილი
„დარწმუნებული ვარ, წელს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების სფეროში გარღვევა გვექნება და ახალი კანონმდებლობა შემუშავდება“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რუსეთი მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის მოგვარებაში, თუ დასავლეთი სანქციებს მოუხსნის - პუტინმა ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა.

სომხეთმა მარცვლეულის ექსპორტი 6 თვით აკრძალა. საუბარია ხორბალზე, წიწიბურაზე, სიმინდზე, მზესუმზირის თესლსა და ქერის ექსპორტზე. გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი, თავისუფალი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ქართველი ერი, მუდამ იყო მისი ღირებულებების ერთგული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეობს.

პრესტიჟულ გერმანულ გამოცემაში „Wein+Markt“ ქართული ღვინოების შესახებ სტატია დაიბეჭდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარადგინა, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

„მინდა, სწორად განვმარტო ის, რაც დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა. აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ინფორმაციამ, რომელიც ხორბლის მარაგების და წისქვილკომბინატების გაჩერებასთან დაკავშირებით გავრცელდა" - განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.

სტატისტიკის მონაცემების თანახმად, 2022 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან (21.9%) შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.