ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა. შესაბამის საკითხზე მინისტრმა "ინტერპრესნიუსის" კითხვას უპასუხა.
მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკრაინაში უკვე გაიგზავნა 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი დახმარების სახით და ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.
Mastercard-ისა და Visa-ს კვალდაკვალ, რუსეთში ოპერაციებს American Express-იც აჩერებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებიდან ერთი კვირაში მიღებული ეკონომიკური ეფექტის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
მსოფლიო ბანკი რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამას დროებით აჩერებს. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენცია და მის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებაა.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2024 წლის ნაცვლად დაუყოვნებლივ წარადგინოს.
საქსტატმა დღეს 2022 წლის თებერვლის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ინფლაციამ 13.7% შეადგინა.
მივმართავ რუს ოლიგარქებს და კორუმპირებულ ლიდერებს, ჩვენ მოვაკითხავთ თქვენს არაკეთილსინდისიერად მიღებულ შემოსავლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას "ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური ხასიათის დამატებითი ღონისძიებების შესახებ".