სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში, 2021 წელის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
2022 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტები ჯამში 229 ათას 311 მგზავრს მოემსახურნენ, 2021 წლის იანვარში კი 16 ათას 903 მგზავრს. შესაბამისად ზრდა 1256,63% იყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გეგმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა პირს ბინით 2-3 წელიწადში დააკმაყოფილებენ.
მედიკამენტებზე მაღალი ფასები მიუღებელია, ჩვენ ამაზე რეაგირება გვქონდა, გამოსავალი მარტივად ვიპოვეთ და უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და აღნიშნავს, რომ ახალი მიდგომით მთავრობა 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გააკეთებს.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში ექსპორტი წლიურად 47.6%-ით გაიზარდა 331.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის იანვარში იმპორტი წლიურად 38.5%-ით არის გაზრდილი და 778.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
„აისეტის“ (ISET) კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მაღალია 2021 წლის დეკემბერთან და 23.7%-ით მაღალი 2021 წლის იანვართან შედარებით.