ემირატებში ვიზიტის დროს განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება, გაზარდონ წარმოება და გამოიყენონ თავიანთი რეკორდული შემოსავალი ამერიკელებისთვის ხარჯების შესამცირებლად ან გადაიხადონ უფრო მაღალი გადასახადი.
გაერო-ს შუამავლობით მიღწეულ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივაში რუსეთის მონაწილეობის შეწყვეტას აქვს მყისიერი და დამაზიანებელი გავლენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოლოდინია, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება და წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება.
სტატისტიკის ეროვნული მსამსახურის წინასწარი შეფასებით სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა - ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით,
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება.
კახეთის რეგიონში ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგბ თბილისიდან თელავამდე ჩასვლა 1სთ-სა და 20 წთ-ში იქნება შესაძლებელი.
მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.