ფეისბუკმა (მეტამ) რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს საკუთარ პლატფორმებზე რეკლამების განთავსება აუკრძალა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში პრემიერის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების უგულველყოფა მტერთან თანამშრომლობის ტოლფასია.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ შეუერთდება.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა და 169 დაიჭრა.
უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში შექმნილი კრიზისული ვითარების საპასუხოდ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა.
პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლებას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გოლეთიანმა დღეს გუმათის დასახლებაში, კარვებთან ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
2021 წელს, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა“ გამოცხადდა, რომელიც მიმდინარე წელსაც გრძელდება.
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამა, რომელიც 2021 წელს დაიწყო წელსაც გაგრძელდება.