ყატარში ოფიციალურად გახსნეს ბოლო სტადიონი, რომელზეც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.
ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა როგორც ენერგეტიკის სფეროში, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელმაც ბოლო 7 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა.
თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლას 5-ჯერ აძვირებს, - ამის შესხებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
საქართველო შეძლებს, ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გასაწევრიანებლად განაცხადი გააკეთოს – დავითაშვილი
საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის საფინანსო კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შემდეგ საქართველო შეძლებს, ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გასაწევრიანებლად განაცხადი გააკეთოს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E-60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა.