
მიმდინარე წლის სექტემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 79.5 მლნ ლარით შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მაღალი დონის - COP29 ფორუმზე, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მინისტერიალში „მდგრადი და ციფრული განვითარება შუა დერეფანსა და მის გარეთ“ მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე.

ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები იმართება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 025.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, III კვარტალში უმუშევრობა 1.8 პროცენტული პუნქტით 13.8%-მდე შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამერიკული და გლობალური საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებს შეხვდნენ.