2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 83.7 ათასი ტონა ხორცი აწარმოვა. მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა გაზრდილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების - რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებას პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.
პარლამენტმა 82 ხმით ნულის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია უცხოურ გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“.
83-ხმით, ერთხმად - პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ამოქმედების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიებისთვის ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.
პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 83-ხმით, ერთხმად მიიღეს.
პარლამენტმა III მოსმენით, 81 ხმით ნულის წინააღმდეგ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო.
მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 619.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5.619 მლრდ.