ინდოეთში მზის დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა მაჰარაშთრას შტატში მოხდა, სადაც დაჯილდოების ცერემონიალი იმართებოდა.
ფინეთში ევროპის უმსხვილესი ბირთვული რეაქტორი Olkiluoto 3 (OL3) ამუშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რეაქტორის ოპერატორ კომპანია Teollisuuden Voima-ზე (TVO) დაყრდნობით ავრცელებს.
აღდგომის მთავარი სიმბოლო სიკეთის, სიმართლის, სიცოცხლის გამარჯვებაა, დღეს აღდგომას ვზეიმობთ ამ გამარჯვების შეუქცევადობის ურყევი რწმენით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი სააღდგომო მიმართვაში განაცხადა.
რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი მარტში გაიზარდა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, შემოსავალი შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.
აშშ ახალ სანქციებს აწესებს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად ეხმარებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ მან NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთში იძულებით დეპორტირებული 31 უკრაინელი ბავშვი მშობლებს დაუბრუნდა. ბავშვების დაბრუნება საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ უკრაინის“ ორგანიზებით მოხერხდა. ისინი რუსეთიდან, ბელარუსის გავლით, უკრაინაში ჩაიყვანეს.
„ისრაელის სახლი“ აქვეყნებს ისრაელის პოზიციას ამ დღეებში მომხდარ მოვლენებზე.
დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი, მათ შორის ბიზნესდოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს ინფორმაციას.
დღეს ფინეთი ოფიციალურად გახდა NATO-ს წევრი ქვეყანა. ბრიუსელში, სამხედრო ალიანსის შტაბ-ბინის თავზე 31-ე წევრი სახელმწიფოს დროშა საბოლოოდ აღიმართა.