კრემლში აცხადებენ, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა.
ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდება. პროცედურების თანახმად, ბრიუსელში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გადასცემს.
ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება.
კანადის პოლიციამ და სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აკვესანის ტერიტორიაზე, აშშ-ის საზღვართან ახლოს 8 ცხედარი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში და სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ასევე სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებს სიტყვით მიმართა.
ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი, აგზავნის "შემაშფოთებელ სიგნალს", რომ ჩინეთი მზად არის რუსეთის მხარდასაჭერად.
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტმა ბირთვული ომის შანსი შეამცირა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განცხადება.