ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიესალმება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებას.
სავსებით შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ჩინეთის ლიდერის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დღეს ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საქმეს, რომელსაც რეალური პერსპექტივა აქვს - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს სამსახურებრივ ტელეფონებში ჩინური სოციალური ქსელის, „ტიკტოკის“ გამოყენება აეკრძალათ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.