
საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა - შესარჩევმა კომისიამ 8 საუკეთესო კანდიდატი გამოავლინა. შერჩეულ კანდიდატთა შორის 3 უცხოელი და 5 ქართველი პირი შეირჩა.

ინფორმაცია „ქართუ ბანკის" თითქოსდა სპეციალურად დაჯარიმების შესახებ, არის სრული სპეკულაცია და მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.

საგარეო ბალანსის გაუარესება ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურებას გამოიწვევს, რაც გაზრდის ინფლაციას, საპროცენტო განაკვეთებს და სესხის მომსახურების ხარჯს, - ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ კვლევაში.

„საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი გამოხმაურებით და შეფასებებით არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ სებ-ი და ქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ რუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ“, - ამის შესახებ Capital Finance International-ის სტატიაშია ნათქვამი.

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას.

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 11 თვის მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად, 2.3 მლრდ ლარი დაუბრუნდათ.

2024 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესის გათვალისწინებით, სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალზე" (MBC) მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა.

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8400 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8500 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8746 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0252 ლარია

ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში $1-ის ღირებულება უკვე გადასცდა 2.8 ლარს და 2 დეკემბრის 10:00 საათისთვის 2.81 ლარი ღირს.