საქართველოში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების თითქმის 93% 10 წლის და მეტი ასაკისაა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
14 კაციანი პროფესიონალების ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ „Colangelo & Partners“-ის ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის მენეჯერი მერიონ ჰელუი და ამერიკის ღვინით ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსების მშენებლობას გეგმავს ოზურგეთში, გორში, გურჯაანში, ქობულეთში, ბაღდათსა და წნორში.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ლონდონში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია „The Georgian Palate” (ქართული გემო) გაიმართა.
კომპანია „ბორჯომის“ ახალი საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ქარხნის საწარმოო პროცესსაც გაეცნო.
კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს.
კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
2025 წლის ივლისში, თბილისში 3 647 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი ზრდაა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევიდან ვიგებთ.