იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს.
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8% შეადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა.
ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ განაცხადა.
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 469-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 545 ადამიანი.
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
2026 წლის 6 თვეში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის 1 749 952 ვიდეოჯარიმა გამოიწერა.
მთავრობა მოდულურ სკოლებს ყიდულობს - აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა 22.450 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა.