4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
როსტოვში სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შედეგად თვითმფრინავები დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
გადამუშავებული ყურძნიდან 6,8 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 400-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გერმანიის კუნძულ ზილტზე (Sylt) გაიმართა.
საქართველოს პადელის ეროვნულმა ფედერაციამ, ლიბერთის მხარდაჭერით GNPF Youth Open ჩაატარა. 12-13 სექტემბერს GymBreeze-ზე გამართულ ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 200-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“ გაიმართა.
ბაზისბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ერთობლივი კონკურსის - „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ პირველი გამარჯვებული, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი, ამირან ხიმშიაშვილი გახდა.