აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის.
ცეცხლის შეწყვეტა საჭირო არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკვე მივიდნენ.
ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე განაცხადა.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.
ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა. უკრაინის პრეზიდენტს თეთრ სახლთან აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დახვდა.
2025 წლის 7 თვეში ტურიზმიდან 2.5 მლრდ დოლარის შემოსავალი შემოვიდა, რაც წლიურად 3.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია - ამის შესახებ აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის შეფასებით, ყოველკვირეულ განახლებაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები.
დამარცხებული იქნება ყველა ასეთი მცდელობა, რომელიც გაჯერებულია რადიკალიზმით, სიძულვილით, - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა დღეს, ვაშინგტონის დროით 13:15 საათზე (თბილისის დროით 21:15 საათზე) დაიწყება, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.