პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.
ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.
"მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენს ძმებზე სხვა ქვეყნებიდან, საქართველოდან, სირიიდან და ა.შ." - ამის შესახებ საუბარია "ეროვნული რესპუბლიკური არმიის" განცხადებაში.
აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. 22-23 აგვისტოს ტემპერატურა +15 +35 გრადუსის ფარგლებში იქნება, ქარის სიჩქარე კი 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
რუსეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა.
მექსიკის სასამართლომ 43 სტუდენტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, 83 დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ მოპოვებული მონაცემების გათვალისწინებით, დანაშაული, რომლის შედეგადაც დარია დუგინა დაიღუპა, წინასწარ იყო შეკვეთილი და დაგეგმილი.
რუსეთის იზოლაციის მცდელობა ფაქტობრივად შეუძლებელია, – ეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებაა, რომელსაც რუსეთის სახელისუფლებო მედია ავრცელებს.
ლიეტუვაში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლიეტუვის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს.