კიდევ ერთი მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - დაღუპულია 16 და დაშავებულია სულ მცირე 29 ადამიანი. შემთხვევა ამჯერად მარდინის პროვინციაში მოხდა.
ბორჯომში, ზოვრეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა კვლავ გააღვივა ხანძარი. ამ დროისთვის, მეხანძრეები რამდენიმე კერაზე ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას.
თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.
ჩემგან ასეთი რამ, მუქარა არასდროს არ წასულა არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით დავმუქრებოდი, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის წერილში.
სანა მარინის გარშემო სკანადალი მას შემდეგ აგორდა, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ფინელ დეპუტატებთან და პოპ ვარსკვლავებთან ერთად ცეკვავს კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე.
ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან. ინფორმაცია ტელეკომპანია „ბიბისი“ ინდონეზიის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველა გავერთიანდეთ და მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის, – ამის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვაშია ნათქვამი.
რუსეთმა კალინინგრადის რეგიონში ზებგერითი რაკეტებით აღჭურვილი სამი თვითმფრინავი განათავსა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.