ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ სოციალურ ქსელში დაწერა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. როგორც მინისტრმა განაცხადა, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი.
ესებუა ძებნაზე დასმულია, მისჯილი აქვს. გამოცხადებულია ძებნა წითელი ცირკულარით, ყველაზე მეტად მე მინდა და ჩვენ გვინდა, რომ დავაკავოთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ალექსანდრ დუგინის შვილის დარია დუგინას მკვლელობას გამოეხმაურა. პუტინმა დუგინების ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარს საზიზღარი, სასტიკი დანაშაული უწოდა.
ალექსანდრ დუგინი შვილის მკვლელობის თემას გამოეხმაურა. დუგინი მომხდარს ტერაქტად აფასებს და მის მოწყობაში უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება, გადატრიალებისა და რევოლუციის მცდელობა კი მარცხისთვის არის განწირული.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან შვეიცარიული ბანკის ქმედებების რეკეტად შეფასებაზე მერის პოზიციის დაფიქსირებას ეხებოდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ერთობლივი სატელეფონო საუბარი გამართეს.