საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი დღეს ბიუროზე გადის. 13 პუნქტისგან შემდგარ დოკუმენტში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსული სამხედრო ძალები უკრაინაში შეტევით ოპერაციას აგრძელებენ და ქვეყნის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა დააანონსა, რაზეც არც ერთ მსოფლიო ლიდერს და დასავლელ პოლიტიკოს რეაქცია არ გამოუხატავს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების ატომური ავიამზიდი “ჰარი ტრუმენი” ისტორიაში პირველად დაიძრა ეგეოსის ზღვისკენ. უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ქმედება პირდაპირ კავშირშია უკრაინის ცის დახურვას.