ქობულეთის ვიცე მერმა "ევროპაბეთში" 28 000 დოლარიანი მანქანა მოიგო. ფაქტს დავით ვერულიძე ადასტურებს, თუმცა ირწმუნება, რომ პრიზი მამისაა.
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ კასიანოვმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს მომავალ კვირას გადმოეცემა. კითხვარის მიღებით, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა.
თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. საორგანიზაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
ჩემთვის უკრაინის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადების მოსმენა სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ.
ხუთშაბათს სენატმა რუსეთთან და ბელარუსთან სავაჭრო ურთიერთობების შეჩერებას მხარი ერთხმად (100-0) დაუჭირა და გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას გადაუგზავნა.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა. ხმის მიცემის შედეგად 93-მა წარმომადგენელმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომავალზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ქადაგებისას უკრაინაში რუსეთის აგრესიას გამოეხმაურა და რუსეთის პატრიარქ კირილის ბოლო ქადაგებაზე გაამახვილა ყურადრება.