რადიო თავისუფლება კრემლის მხრიდან ზეწოლის გამო რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს.
რუსმა ოკუპანტებმა ვერ დაგვანგრეს, ვერ დაგვატეხეს. და მათ არ შეუძლიათ! უკრაინის თითოეული მოქალაქე აგრძელებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სიცოცხლის დაცვას, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთის ჯარის დანაკარგმა 11 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა ადგილობრივთა მორალურ გატეხვას (დასუსტებას) ემსახურება.
ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიანი სახლების განადგურებას აგრძელებენ - უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს ფოტოებს, სადაც რუსული ჯარების მიერ განადგურებულ იქნა ჟიტომირის ოლქის ქალაქ ოვრუჩი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, 1 მარტიდან უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს პირადობის დამადასტურებელ საბუთებს ჩამოართმევენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ისრაელის პრემიერის ოფისი. მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (აესს-ი) ბოლო ცნობებს აქვეყნებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით.
რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სპეკულაციების პარალელურად, სამთავრობო ვებსაიტმა Ready.gov ინსტრუქციების ჩამონათვალი განაახლა, რომელიც ბირთვული აფეთქების შემთხვევაში მომზადებისა და თავის დაცვის გზებს გვასწავლის.
მოლაპარაკების მე-3 რაუნდი რუსეთსა და უკრაინას შორის 7 მარტს გაიმართება - ინფორმაციას ამის შესახებ დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაადასტურა.