პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მინისტრის, მთავრობის და საბჭოს მიერ და ქვეყანაში კოვიდსიტუაცია დასტაბილურდა.
ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ სასიამოვნოა სიკვდილიანობის კუთხით ახლა დაღმავალი ტენდენციის ხილვა, რომელიც გასულ კვირას, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო, მაგრამ პანდემია ჯერ კიდევ შორსა დასრულებისგან.
საქართველოში, ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის სრულად ვაქცინირებული ქვეყნების უმეტესობაში, ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა კლინიკური მართვის ოპტიმიზაციის, პროაქტიური მკურნალობისა და უახლესი მედიკამენტების გამოყენების შედეგად, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უცხოელები რუსეთ-უკრაინის ომის სრული მასშტაბის გასაგებად, უკრაინაში უნდა ჩავიდნენ და ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ნახონ.
დღეიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ ჯენერიკული დასახელებით მოხდება. ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ ჯენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიმე მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებულია მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს.
მე არ წარმომიდგენია, უდიდესი ეროვნული საქმის მიმართ, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის გადმოცემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან ბორის ჯონსონისგან ოფიციალური წერილი მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნას ჯერჯერობით არ განიხილავს.