დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გართულების გამო, უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ქვეყანა დატოვა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით,"მსოფლიომ ჭკუა ვერ ისწავლა" და ვერავინ იტყვის, რომ განვითარებულ მოვლენებზე გაფრთხილებულები არ იყვნენ. ამის შესახებ პრემიერ–მინისრმა The New York Times-თან ინტერვიუს დროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრისას განაცხადა.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი დღეს ბიუროზე გადის. 13 პუნქტისგან შემდგარ დოკუმენტში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსული სამხედრო ძალები უკრაინაში შეტევით ოპერაციას აგრძელებენ და ქვეყნის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებენ.