რა პრობლემაა, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი და ჩემი ბავშვის ნათლია? ისეთი ნებართვა გავეცი, რომელიც არ უნდა გამეცა?, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა დასმულ შეკითხვას.
[უამინდობის დროს] ფაქტობრივად, ისე წვიმდა მეტროსადგურ „ავლაბარში“, როგორც გარეთ - მინდა დავავალო აუდიტის სამსახურს, ასევე მოადგილეებს, დავიწყოთ მოკვლევა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
2026 წლის იანვარ-აპრილში თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების პიკის საათებში მოძრაობაზე გამოწერილი ჯარიმების მოცულობა წლიურად 52%-ით შემცირდა.
საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში ბაგრატ III-ის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამისთვის მიმდინარე წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 22 აპრილის 00:00-დან 15:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.
დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გადაწყვეტილებებს იღებს სინოდი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს და მითითებები მისცეს - ჩვენ მივესალმებით იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თავად სინოდი მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.