აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა "თეთრ სახლში" გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე განცხადება გააკეთა და ყველა ის პაკეტი ჩამოთვალა, რითაც ამერიკა უკრაინას დაეხმარება.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას არ აპირებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ კონგრესთან ვიდეომიმართვისას ამერიკას და ევროპას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა და ოკუპანტების შესაჩერებლად მკაცრი სანქციები, ცის დახურვა და რუსული გემებისთვის პორტების დახურვა მოითხოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ამერიკის კონგრესთან ვიდეომიმართვისას პრეზიდენტ ბაიდენს და ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა ყველა გაწეული დახმარებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კონგრესთან ვიდეომიმართვისას, უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება კიდევ ერთხელ მოითხოვა, ისაუბრა მოიერიშე თვითმფრინავების და დამატებითი სანქციების საჭიროებაზე.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი თვლის, რომ უკრაინაში ავსტრიის ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა, ეძებოს გზები, როგორც საკუთარი, ისე უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა ნატოს გაფართოება გამორიცხულია.
ყველა ყოველთვის ამბობდა და ჩვენ პუტინს ნათლად ვუთხარით, რომ უკრაინა, უახლოეს მომავალში, არავითარ შემთხვევაში ნატოს არ შეუერთდება,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ისრაელმა უკრაინასთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და ლტოლვილების მიღებაზეც უარს აცხადებს - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტი არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მსოფლიო წესრიგს განსაზღვრავს.