
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ შარლ მიშელმა „ტვიტერში“ დაწერა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, ავტობუსის სპეციალური რეისები დაინიშნა.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაიტაცეს - ამის შესახებ უკრაინული დამოუკიდებელი მედია Hromadske წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ შეშფოთებულია, რომ ჩინეთი რუსეთის თხოვნაზე, სამხედრო აღჭურვილობის შესახებ, პასუხის გაცემას ჯერ კიდევ განიხილავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, ბრიფინგზე განაცხადა.

თეთრი სახლი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მუქარას უკრაინაში მიმავალი მატერიალური დახმარების მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნობაევკას აეროდრომზე რუსული სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.

19 მარტს, 15:00 საათზე, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას საქართველოს ექვს ქალაქში პატივს მიაგებენ.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინის ელჩი ამჟამად საქართველოში იმყოფება.

უკრაინელი პოლიტოლოგი, კომპანია Berta Communications-ის დირექტორი, ტარას ბერეზოვეცი "ტვიტერში" წერს, რომ პუტინმა ეროვნულ გვარდიაში "წმენდა" დაიწყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ, და ამას არ დაუშვებენ.