
უკრაინაში 2 ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ შეტაკება კიევის ოლქში, ქალაქ ირპენთან ახლოს მოხდა.






რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში უკრაინელი მესაზღვრეები დახოცეს. ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

ჩინეთმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავს პეკინის აეროპორტში დაჯდომის უფლება არ მისცა და უკან, მოსკოვში გააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიასაშულებებში გავრცელდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მშვიდობის დარგში, ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპელმა მოქმედმა და ყოფილმა პოლიტიკოსებმა მიიღეს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ხარკოვში ბარაბაშოვას გიგანტური ბაზარი დაბომბა, რამაც ხანძრები გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.