
ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის თქმით, ნატო-მ რუსული თერმობარული იარაღი უნდა გაანადგუროს – "ისინი ბარბაროსულია. გვრცხვენოდეს, რომ უბრალოდ ვუყურებთ მათ გამოყენებას, - ამის შესახებ “რესპუბლიკელი“ კონგრესმენი „ტვიტერზე“ წერს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაახლოებით 14 400 რუსი სამხედრო დაიღუპა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონი განცხადებით, პუტინს ეშინია, რომ მოსკოვში შესაძლოა, რევოლუცია მოხდეს, ამიტომ ცდილობს, „სასტიკად ჩააქროს თავისუფლების ცეცხლი“ უკრაინაში.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის ფარგლებში ევროპაში ვიზიტისას, უკრაინას უნდა ეწვიოს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ზებგერითი რაკეტები გამოიყენა, რაც ასეთი ტიპის რაკეტების პირველი საბრძოლო გამოყენება იყო.

უკრაინელმა ბებიამ 8 რუსი სამხედრო ღვეზელებით მოწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

უკრაინის პირველ ლედი ოლენა ზელენსკა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართავს, გახდეს შუამავალი ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაში და დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას ომიდან თავის დაღწევაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ომის სამი კვირის განმავლობაში, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ლიკვიდირებულია 10-ზე მეტი რუსი მეთაური, მათ შორის ექვსი გენერალი. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში მინიმალური მოთხოვნები აქვს - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა კონკურსის "რუსეთის ლიდერების" გახსნაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ურთიერთობა ჩინეთთან, მიმდინარე გლობალურ გარემოებებში, მხოლოდ გაძლიერდება.