
ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებაზე ჯარიმების ამოქმედება შესაძლოა, გადავადდეს. აღნიშნულს გულისხმობს „ტურიზმის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც მე-11 მოწვევის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა. 2025 წელს დაჯავშნილი 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის საქართველო, შრი-ლანკა, იაპონია, ფინეთი, ბორნეოს კუნძული, ტაილანდი, ფილიპინები, კოსტა-რიკა, ახალი ზელანდია და გვატემალაა.

სამოგზაურო პლატფორმამ, Tripadvisor-მა გუდაური „ევროპის ხუთ შეუფასებელ სამთო კურორტს“ შორის დაასახელა
გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor-ი მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი ბერძნული ავიაკომპანიის, Sky Express-ის მფლობელს, იუანის გრილოსის და ავიაკომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე კოლუმბიაში, კარტახენაში გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს მიმდინარე სხდომას ესწრება.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალის Freedom Travel.se-ის რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა.

2024 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 758.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე სპეციალური სტენდით წარსდგა.

2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.